წონიარისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა
20-09-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

ეს დღე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებით ემოციური და სიხარულით სავსე პირველკლასელებისთვის იყო, რომელთათვისაც პედაგოგებმა საკლასო ოთახები საზეიმოდ მორთეს.

სკოლას ასევე სტუმრები ეწვივნენ, რომლებმაც მოსწავლე-პედაგოგებს წარმატებული წელი უსურვეს.

„სასწავლო წლის დასაწყისი მოგვილოცეს საპატიო სტუმრებმა: ამირან წულუკიძემ და რესან ბერიძემ“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ გასული სასწავლო წლის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. სკოლის კურსდამთავრებულმა - ზურაბ ბარამიძემ კი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით 1-ელი და მე-2 კლასის მოსწავლეები მაისურებით დააჯილდოვა.

სკოლა მას მადლობას უხდის ამ საჩუქრებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203