ახოს N1 საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა ზეიმით შეაღეს
20-09-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი დიდი შემართებითა და ამაღლებული განწყობით დაიწყეს. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს საზეიმოდ მორთული გარემო დაახვედრეს, მათ სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, წინსვლა და საერთო საქმეში წარმატება უსურვეს. 

მოსწავლეები სკოლაში ხალისით დაბრუნდნენ, პედაგოგები კი - ენთუზიზმით აღსავსენი და ამაღლებული მოტივაციით განაგრძობენ პროფესიულ საქმიანობას. 

„გილოცავთ, ახალ სასწავლო წელს! ბედნიერი, წარმატებული და ნაყოფიერი წელი ყოფილიყოს მოსწავლე-ახალგაზრდობისა და მასწავლებლებისათვის ეს სასწავლო წელიც!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203