ახოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო
20-09-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი მრავალფეროვან გარემოში, ამაღლებული განწყობით დაიწყო. 

სკოლა ფერადი ბუშტებითა და შთამბეჭდავი დეკორაციებით იყო გაფორმებული, რამაც მეტად გაახალისა მოსწავლეები, ისინი სასკოლო ცხოვრებას დიდი შემართებით დაუბრუნდნენ. 

სკოლის ადმინისტრაციამ, მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, მათ წინსვლა და საერთო საქმეში წარმატება უსურვა. 

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებული წელი ყოფილიყოს ყველასთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203