თბილისის N177 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სადღესასწაულო მიღება გაიმართა
20-09-2023
თბილისის N177 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი დიდი ჟრიამულითა და წარმატებით დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. აღიმართა საქართველოს დროშა და გაჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი.
მასწავლებლები მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. უდიდესი სიყვარულით შეეგებნენ პირველკლასელებს, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ.
„გილოცავთ და წარმატებულ წელს გისურვებთ“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა