შეუბანის საჯარო სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
19-09-2023
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბანის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

სადღესასწაულოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

უდიდესი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები გადაეცათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს, სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და ერთმანეთს წარმატებს უსურვეს.

„წარმატებული, ბედნიერი და მშვიდობიანი სასწავლი წელი, ჩვენო ძვირფასებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203