უწერის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა
20-09-2023
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს სადღესასწაულო განწყობა იგრძნობოდა. 

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სასკოლო ცხოვრების ფერხულში ჩაებნენ. 

სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. 

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებებს გისურვებთ“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203