წეროვნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაიწყო
20-09-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნა.
სკოლის ეზო და საკლასო ოთახები პედაგოგებმა და დირექციამ სადღესასწაულოდ მორთეს. ისინი ბავშვებს დიდი სიყვარულითა და სიხარულით შეეგებნენ.
სკოლის ეზოში გამართულ ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ეს დღე როგორც მოსწავლეთა, ისე პედაგოგთათვის დასამახსოვრებელი და ემოციური იყო.
დირექცია და მასწავლებლები ყველა მოსწავლეს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა