ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს
20-09-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში ახალ, 2023-2024 სასწავლო წელს მოსწავლე-მასწავლებლები ამაღლებული განწყობით შეხვდნენ. 

პედაგოგებმა ბავშვებისთვის საკლასო ოთახები საზეიმოდ მორთეს და მათ დიდი სიხარულით შეეგებნენ. მოსწავლეებს საზეიმოდ მორთულმა სკოლის გარემომ კი განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა და გაახარა.

დირექცია და პედაგოგები მათ წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებენ.

„ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, პედაგოგებო გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ! სასწავლო წლის დაწყებას ასევე ვულოცავთ ჩვენს პატარა ბარტყებს, რომლებმაც პირველად შემოიფრთხიალეს ცოდნის სამყაროში, ახალი ბუდეები თქვენს დასაფრთიანებლად მზად არის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203