გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი ამაღლებული განწყობითა და დიდი შემართებით დაიწყეს
20-09-2023

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მონატრებულ მოსწავლეებს საზეიმოდ გაფორმებულ გარემოში შეეგებნენ. 

სკოლაში, ახალი სასწავლო წელი ამაღლებული განწყობით, მოსწავლეთა დიდი შემართებითა და მასწავლებელთა დიადი გეგმებით დაიწყო.

სკოლა, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დიდი სიყვარულით ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, მათ წინსვლასა და საერთო საქმეში წარმატებას უსურვებს. 

„გილოცავთ, ახალ სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებები ყოფილიყოს თქვენი მეგზური“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203