ანიმატორების შოუ და მოსწავლეთა აციმციმებული თვალები - ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ყუმურის საჯარო სკოლაში
20-09-2023
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი შთამბეჭდავი წარმოდგენითა და ამაღლებული განწყობით დაიწყო.
სკოლის ადმინისტრაცია, მონატრებულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მრავალფეროვნად გაფორმებულ გარემოში შეეგება და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ დღე მეტად გაალამაზა ანომატორების შოუმ, რომელიც მოსწავლეებისთვის, სიკეთის ქალაქის დამფუძნებელმა - ნანა შველიძემ მოაწყო, დაუვიწყარი სიურპრიზისთვის კი, მას სკოლა დიდ მადლობას უხდის.
„ყუმურის საჯარო სკოლა კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებით, ფერადი და შინაარსიანი დღეებით დატვირთულ წელიწადს!
უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სიკეთის ქალაქის დამფუძნებელს - ნანა შველიძეს, იმ საოცარი სიურპრიზისთვის, რომელიც მოუწყო ყუმურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს!
ქალბატონმა ნანამ, ჩვენი მოსწავლეების გასახალისებლად, ანიმატორები მოიწვია, რომლებმაც საოცარი სანახაობა გვაჩვენეს!!!
მადლობა, ჩვენი პირველკლასელების ბედნიერი სახეებისთვის, რაც თქვენმა საჩუქრებმა გამოიწვია!
მრავალჟამიერ თქვენი კეთილი საქმეები, ქალბატონო ნანა!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა