მუქედის საჯარო სკოლაში ორმა პირველკლასელმა შეაბიჯა - პატარებს დირექცია და პედაგოგები დიდი სიყვარულით დახვდნენ 
20-09-2023

წელს, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლის კარი, 2-მა პირველკლასელმა შეაღო, სადაც მათ მოსიყვარულე მასწავლებელი - ნუნუ სიმონია და მოსწავლეები შეეგებნენ. 

სკოლაში, პირველკლასელებს -  ანამარიასა და ბარბარეს, მრავალფეროვნად მორთულ გარემოში დახვდნენ, პატარების კი, სასკოლო ცხოვრებას, აციმციმებული თვალებით შეუერთდნენ. 

სკოლა დიდი სიყვარულით ულოცავს მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას და საერთო საქმეში, მათ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს. 

ანამარია და ბარბარე, ბედნიერი იყოს თქვენი შემობრძანება, ცოდნის ამ წმინდა ტაძარში!  წარმატებები თქვენს პირველ მასწავლებელთან - ნუნუ სიმონიასთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203