ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა საზეიმოდ შეაღეს
19-09-2023
ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ენთუზიაზმით შეაღეს, რაზეც სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს. ისინი მოსწავლეთა დასახვედრად გულმოდგინედ მოემზადნენ და ბავშვებს საზეიმოდ მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს.
პირველი სასწავლო დღე განსაკუთრებით ემოციური იყო პირველკლასელებისთვის, მათ კუთვნილი ბუკები და სახელმძღვანელოები საზეიმოდ გადაეცათ. პედაგოგებმა პატარებს სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები დაულოცეს.
ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა