კოლოტაურის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა საზეიმოდ შეაღეს
19-09-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში, დიდი ჟრიამულით დაიწყო.
ეს მნიშვნელოვანი დღე სასკოლო საზოგადოებას დირექტორმა, გენად მახარაძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა. მანვე პირველკლასელებს კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადასცა.
თავის მხრივ, სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა