ბოჭორმის საჯარო სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს პედაგოგები დიდი სიყვარულით შეეგებნენ 
19-09-2023
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო.

სკოლის კედლებში, მთელი დღის განმავლობაში, საზეიმო განწყობა იგრძნობოდა, მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.

სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

„წარმატებები, ბავშვებო“,- სკოლაში მოსწავლეებს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203