ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.
სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
„ახალი 2023-2024 სასწავლო წელი დაიწყო! გილოცავთ, გისურვებთ წარმატებებს სწავლში, ჰარმონიას ურთიერთობებში და უთვალავ პოზიტიური დღეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: