ივანდიდის საჯარო სკოლის პედაგოგ ლამზირა ირემაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
19-09-2023
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლას ღირსეული, საკუთარი საქმის პროფესიონალი, მოსწავლეთა და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს.
ერთ-ერთი მაგთანი ლამზირა ირემაძეა, რომლის ხელმძღვანელობითაც, მოსწავლეებმა, წლების განმავლობაში, არაერთ წარმატებას მიაღწიეს. ამჯერად კი, თავად მასწავლებლის შრომა დაფასდა და მას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
სკოლაში ლამზირა ირემაძეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ჩვენს სკოლაში უდიდესი ზეიმია! მადლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რესურსცენტრის უფროსს - ქალბატონ ჯულიეტა ქობალიას, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს - ქალბატონ ლია ჩიხლაძეს ჩვენი ღირსეული პედაგოგის - ლამზირა ირემაძის ღვაწლის დაფასებისთვის და უდიდესი ტიტულის, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა