სასწავლო წლის ბედნიერი და წარმატებული დასაწყისი სამღერეთის საჯარო სკოლაში 
19-09-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყო.

სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით სახალისო და საინტერესო იყო პირველკლასელებისთვის, რომლებსაც ბუკები და სახელმძღვანელოები საზეიმოდ გადაეცათ. 

საზეიმოდ მორთულმა სკოლის გარემომ მათ განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს საკრებულოს დეპუტატმა ლევან ფანგანმა, სოფლის რწმუნებულმა კახა ხაბულიანმა და მერაბ შავაძემ მიულოცეს.

სკოლის დირექტორმა - იამზე მელაძემ კი სიგელებით დააჯილდოვა წარჩინებული მოსწავლე საბა შავაძე და izrune-ge-ის დიდი ოჯახის აქტიური, ნიჭიერი და წარმატებული წევრი ნია გობაძე.

„სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ, ნაყოფიერი, ახალი იდეებით დატვირთული და წარმატებების წელი ყოფილიყოს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203