თბილისის N141 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნა 
19-09-2023

თბილისის N141 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი ზარ-ზეიმით დაიწყო. 

ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის ეზოში გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნა, სადაც მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, მუსიკალური ნომრები წარადგინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

პედაგოგებმა და დირექციამ მათთვის სკოლის გარემო საზეიმოდ მორთეს, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. 

დირექტორი მარინე სამუშია ყველა მოსწავლეს წარმატებულ სასწავლოს წელს უსურვებს.

„სასწავლო წელი, ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესია. განსაკუთრებით ვულოცავ, პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი. თქვენთვის ცხოვრებაში ძალინ მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატებები ვუსურვო. გახსოვდეთ, რომ ხართ ქვეყნის მომავალი და თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, - აღნიშნავს დირექტორი.

იხილეთ ვიდეოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203