თბილისის N191 საჯარო სკოლას სამი წამყვანი მასწავლებელი შეემატა 
19-09-2023

თბილისის N191 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. 

პედაგოგებმა - ელისო არუნაშვილმა, ეკატერინე ტყემალაძემ და ნინო ბაგათელიამ ახალი სასწავლო წელი კარიერული წინსვლით დაიწყეს. ისინი პროფესიულ საქმიანობას უკვე წამყვანი მასწავლებლის სტატუსით გააგრძელებენ. 

სკოლა დიდი სიამაყით ულოცავს პედაგოგებს მიღწეულ წარმატებას და მათ, პროფესიულ საქმიანობაში წინსვლას უსურვებს. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203