„წარმატებული დღეებით დატვირთულ სასწავლო წელს გისურვებთ“ - თბილისის N191 სკოლაში მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
19-09-2023

თბილისის N191 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა, მოსწავლეები სასკოლო ცხოვრებას ამაღლებული განწყობით დაუბრუნდნენ. 

აღსანიშნავია, რომ პედაგოგები მონატრებულ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით შეეგებნენ და საკლასო ოთახები მრავალფეროვნად გაფორმებული დაახვედრეს. 

მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის, დღე ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

სკოლის ადმინისტრაცია, სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს და საერთო საქმეში წინსვლას უსურვებს. 

„სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! მშვიდობიანი, საინტერესო, შინაარსიანი, პოზიტიური, წარმატებული დღეებით დატვირთულ სასწავლო წელს გისურვებთ!“, -  აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203