თბილისის N200 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ
19-09-2023
თბილისის N200 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო.
ახალ სასწავლო წელს პედაგოგები და დირექცია მომზადებულები შეხვდნენ - სკოლის დირექტორის - ლალი გელენავას, ხელმძღვანელობით მათ საკლასო ოთახები სადღესასწაულოდ მორთეს.
ბავშვები მოტივირებულები დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს.
დირექტორი და პედაგოგები ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავენ.
„ვულოცავთ, ჩვენს მოსწავლეებს და კოლეგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ თბილისის N200 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე ყოველთვის ზრუნავენ, რისი ნათელი მაგალითიც მოსწავლეთა სადღესასწაულო მიღებაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა