თბილისის N129 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა
19-09-2023

თბილისის N129 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება სადღესასწაულო გარემოში აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

სკოლის შენობა და საკლასო ოთახები სადღესასწაულოდ მოირთო, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

ღონისძიებაზე ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს და დრო ხალისიანად გაატარეს. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი იყო პირველკლასელთათვის.

დირექცია და პედაგოგები ყველა მოსწავლეს ულოცავენ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

„განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს. გისურვებთ, მონდომებას, სიბეჯითეს, ცოდნის შეძენის წყურვილსა და მრავალ წარმატებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203