„ჯადოსნურად, ფერადი ფერებით დავიწყეთ სასწავლო წელი“ - თბილისის N133 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა 
19-09-2023

თბილისის N133 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა. 

დღე ემოციებით დატვირთული იყო, ერთმანეთს მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ხალისით და სიყვარულით შეხვდნენ, ბევრი იხალისეს და სასკოლო ცხოვრებას ენთუზიაზმით აღსავსენი დაუბრუნდნენ. 

დღე, მეტად ხალისიანი და დასამახსოვრებელი გახადა ანიმატორებმა, რომლებთან ერთადაც მოსწავლეებმა ბევრი ითამაშეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

სკოლის დირექტორმა - ლიანა ფუტკარაძემ, სასკოლო საზოგფადოებას დიდი სიყვარულით მიულოცა სასწავლო წლის დაწყება და მათ, თავგადასავლებით სავსე სასწავლო წელს შეჰპირდა. 

„ასე ჯადოსნურად და ფერადი ფერებით დავიწყეთ ახალი სასწავლო წელი 133- ში  ამბობენ, როგორც დაიწყება, ისე გაგრძელდება მთელი წელიო და გამოდის, წინ საოცარი თავგადასავალი, გულთბილი ემოციები და მაგიური წამები გველოდება! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, დაე, წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს ეს წელი ჩვენი გასაოცარი მოსწავლეებისთვის, გულთბილი პედაგოგებისა და კრეატიული მშობლებისთვის, განსაკუთრებული სიყვარულით და გამორჩეული ემოციებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს ცოდნის მაგიურ სამყაროში შემობიჯებას. კეთილი იყოს თქვენი ფეხი, ჩვენო პატარა მეგობრებო, ყველაზე თბილსა და მზრუნველ გარემოში, სადაც წარმატების მწვერვალებისკენ გზას პროფესიონალი და გამოცდილი, ყურადღებიანი პედაგოგები გაგიკვალავენ.

133- ე საჯარო სკოლა თქვენი სახლია, ოჯახია, რომელშიც ღიმილიანი სახეებით და სიყვარულით სავსე გულით გეგებებიან და უდიდეს წარმატებას და სიხარულს გისურვებენ  წინ საოცარი თავგადასავალი გელოდებათ, ეს გზა იქნება ფერადი და საინტერესო, მეგზურობას კი თქვენი მშობლიური 133- ე საჯარო სკოლა გაგიწევთ.

ჩვენ ვიწყებთ!“, -  აღნიშნა სკოლის დირექტორმა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203