
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის ცხრა კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა.
პედაგოგებს დიდი წვლილი მიუძღვით მათ განათლებაში. ბავშვებმა კი მასწავლებლების ღვაწლი, შრომა დააფასეს და წარმატებული შედეგებით სკოლა ასახელეს.
სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულთა მიღწევით და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.