გეჯეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა
19-09-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის პირველი დღე, ტრადიციულად, სახალისო აქტივობებითა და საზეიმო განწყობით გამოირჩეოდა. 

პედაგოგები, მონატრებულ მოსწავლეებს საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახებში დახვდნენ და დღე სასიამოვნოდ გაატარეს. 

აღსანიშნავია, მოსწავლეებს, დიდი სიყვარულითა შეეგებნენ მეორე კლასის დამრიგებელი - თეონა კვიციანი, მესამე კლასის დამრიგებელი - მარი სიხარულიძე და მეოთხე კლასის დამრიგებელი - ნატალია სახოკია, ისინი პატარებს გაფორმებულ კლასებში დახვდნენ და ახალი სასწავლო წლის პირველი დღე გაულამაზეს. 

პირველი კლასის დამრიგებელი ნათია კოკაია კი, თავის ახალწვეულებს დიდი სიყვარულით შეეგება და მათ, სასკოლო ცხოვრების პირველი დღე დაუვიწყარ მოგონებად უქცია. 

სკოლის ადმინისტრაცია, სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მათ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა

 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203