„წარმატებები დაგებედოთ, ახალგაზრდებო“- წალენჯიხის N3 სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
წალენჯიხის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მათ წარმატებულ მომავალზე პროფესიონალი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამის დამსახურებაა, რომ 2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სწავლას სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ.
სკოლაში კურსდამთავრებულებს - ნინი კონჯარიას, ლექსო სარიასა და ლადო კალანდიას ულოცავენ და მათი მიღწევით ამაყობენ.
„სკოლა ულოცავს სკოლის კურსდამთავრებულებს სწავლის გაგრძელებას არჩეულ უნივერსიტეტებში. წარმატებები დაგებედოთ, ახალგაზრდებო“,- აღნიშნავენ სკოლაში.