ვანის N1 სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო განწყობითა და მრავალფეროვანი ღონისძიებით დაიწყო
18-09-2023

მრავალფეროვნად მორთული სასკოლო გარემო, ფერადი ბუშტები, თვალებაციმციმებული მოსწავლეები და ენთუზიაზმით აღსავსე პედაგოგები - ასე დაიწყო ახალი სასწავლო წელი ვანის N1 საჯარო სკოლაში. 

განსაკუთრებით ემოციური გახლდათ სკოლის დირექტორის - ვალერი კანკაძის გულწრფელი მილოცვა. 

„გილოცავთ, ახალ სასწავლო წლის დაწყებას! 

გისურვებთ მშვიდობას, კარგ განათლებას, ადამიანებად ჩამოყალიბებას, ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მიყვარხართ!“, - მიმართა დირექტორმა მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203