სუხჩის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა
18-09-2023
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლე-პედაგოგები საზეიმო განწყობით შეხვდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე სიხარულითა და სიყვარულით აღსავსე იყო. მასწავლებლებმა საკლასო ოთახები სადღესასწაულოდ მორთეს და მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლეს.

ბავშვებმა ლამაზი ღონისძიება მოაწყვეს, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

სკოლის დირექტორმა - ზეინაბ კაჭარავამ, მასწავლებლებმ, მშობლებმა ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203