„გასაოცარ თავგადასავალს გისურვებთ“- საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში სასწავლო წელი ზარ-ზეიმით დაიწყო
18-09-2023
საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს.

საზეიმო ვითარებაში, ცოცხლად შესრულებული ჰიმნის ფონზე, საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართა.
გაიმართა ღონისძიება, რომელიც მუსიკალური და საცეკვაო ელემენტებით იყო დატვირთული, ყველაზე პატარა გიმნაზიელებმა კი საგანგებოდ მომზადებული ლექსები წაიკითხეს.

ღონისძიების დასასრულს, გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა გაბრიელ გულორდავამ ბავშვები დალოცა და წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ

„გილოცავთ! გასაოცარ თავგადასავალს გისურვებთ“,- აღნიშნავენ გიმნაზიაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203