ბუთურაულის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებას ზეიმით შეხვდნენ
18-09-2023
იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო.
სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს, ლექსები წაიკითხეს და სხვადასხვა აქტივობებით საზეიმო განწყობა შექმნეს. მოსწავლეთა დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
როგორც სკოლაში ამბობენ, ეს დღე პირველკლასელებისთვის განსაკუთრებული ემოციით აღსავსე იყო, რადგან მათ ცოდნის დიდი ტაძრის კარი პირველად შეაღეს, სადაც საზეიმოდ მორთული სასკოლო გარემო დახვდათ, გადაეცათ კომპიუტერები და სასწავლო სახელმძღვანელოები.
სკოლის დირექცია ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველა მოსწავლეს, მშობელს, პედაგოგსა და სრულიად საქართველოს ულოცავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა