ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო
18-09-2023
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო. 

დირექტორმა, რომან ჯაიანმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს მიულოცა და აღნიშნა, რომ წლევანდელი წელი უფრო მეტი წარმატების, ახალი მიღწევებისა და გამოწვევების წელი უნდა იყოს.

როოგრც სკოლაში ამბობენ, სადღესასწაულოდ მორთული გარემო, მუსიკალური ნომრები, მისალოცი სიტყვები და ქორეოგრაფიული წარმოდგენები სკოლის ეზოში მიმოფანტულ ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებლებს მხიარულ და სადღესასწაულო განწყობას უქმნიდა.

სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

„სკოლაში სწავლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა, „სულ ტკბილი ხმით რეკავენ, წიგნებს ნაზიარევი ცოდნის ოქროს ზარები.“
განსაკუთრებული სამზადისი პირველკლასელთა დასახვედრად იყო. მათ ლამაზად მორთულ საკლასო ოთახში კუთვნილი კომპიუტერები და სასწავლო წიგნები გადასცა კლასის დამრიგებელმა.  „ტკბილზე ტკბილი „დედაენა“ უხმობს, ელის ახალ იმედს. ვერ ეტევათ გულში ლხენა ჩვენს ონავარ პაწაწინებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და სასწავლო წლის დაწყებას მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203