ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლას წელს მხოლოდ ერთი პირველკლასელი - ანა დონღვანი ჰყავს, რომლის დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ დირექცია და პედაგოგები. მას საჩუქრად ბუკი გადაეცა, რამაც ძალიან გაახარა.
მოსწავლე განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მიიღეს. მას დირექცია და პედაგოგები წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: