„წინ საინტერესო, გამოწვევებით სავსე წელი გველოდება“ - ლიხაურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა
18-09-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზემო განწყობით დაიწყეს.

მოსწავლეთათვის სკოლაში სადღესასწაულო გარემო შეიქმნა - პირველკლასელებს ბუკები გადაეცათ, რამაც მათ განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

სკოლის დირექცია, პედაგოგოები და დირექტორი - ირმა მენაბდე სასწავლო წლის დაწყებას ყველა მოსწავლეს კიდევ ერთხელ ულოცავს.

„ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო, გილოცავთ ახალ 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს - პირველად, რომ შემოაღეს საკლასო ოთახის კარი. ვულოცავ, ასვეე ჩემს საუკეთესო მე-12კლასს, წარმატებული, მშვიდობიანი წელი გვქონოდეს. წინ საინტერესო გამოწვევებით სავსე წელი გველოდება“, - აღნიშნავს დირექტორი-ირმა მენაბდე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203