„ბედნიერ სტუდენტობას გისურვებთ!“ - დაბა მანგლისის N1 სკოლის კურსდამთავრებულები უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ
18-09-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.

კურსდამთვარებულები - თამარ აფციაური, მარიამ აფციაური, ქეთევან წიკლაური, ნინო მიგრიაული, ნინო წამალაშვილი, გიორგი ნავერიანი, ნიკოლოზ წიკლაური, გიორგი ქავთარაძე და ლაშა-გიორგი ბერძენიშვილი, სკოლაში მიღებულ ცოდნას უმაღლეს სასწავლებლებში გაიღრმავებენ და საოცნებო პროფესიებს დაეუფლებიან. 

სკოლა ამაყია ახალგაზრდების მიღწევით, მათ წინსვლასა და წარმატებულ მომავალს უსურვებს. 

„წარმატებულ, ბედნიერ სტუდენტობას გისურვებთ!“, -  აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203