დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე, წარმატებული „იზრუნელი“ - ნიკოლოზ დოლიძე საზეიმოდ დაჯილდოვდა 
18-09-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ დოლიძე izrune.ge-ს დიდი ოჯახის საამაყო წევრია. 

ნიკოლოზ დოლიძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში აქტიურად არის ჩართული და ტესტებს ბრწყინვალედ ასრულებს, რისთვისაც izrune.ge ვარსკვლავთა რეიტინგში ღირსეული ადგილიც დაიმსახურა. ნიკოლოზის სახელზე არაერთი დიპლომი და სიგელია.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის დირექციამ და ასევე, ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატმა, ლევან წიკლაურმა izrune.ge-ში აქტიური მონაწილეობისთვის, ვარსკვლავთა რეიტინგის პირველ ათეულში, ასევე, შემაჯამებელი რეიტინგის ყველაზე წარმატებულ მოსწავლეთა შორის მოხვედრისთვის, სპეციალური სიგელი გადასცა. 

სკოლა მადლობას უხდის izrune.ge-ს ასეთი ნაყოფიერი და ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, ულოცავს ნიკოლოზ დოლიძეს ამ დიდ წარმატებას და შემდგომ წარმატებას უსურვებს. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203