პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორ ტარიელ სირბილაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა 
18-09-2023
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი, ასევე, მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი ტარიელ სირბილაძე მომავალი თაობის აღზრდის საქვეყნო საქმეს ღირსეულად ემსახურება. 
მან არაერთი წარმატებული ახალგაზრდა აღზარდა. ამასთანავე, ის შრომისმოყვარეობით გამოირჩევა და მუდამ პროფესიული განვითარებისკენ არის ორიენტირებული, ამით კი თავის მოსწავლეებს განათლების აუცილებლობას შთააგონებს.

აღსანიშნავია, რომ დირექტორის შრომისმოყვარეობა და ღვაწლი დაფასდა და მას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

პედაგოგიური კოლექტივი მას დამსახურებულ ჯილდოს ულოცავს და ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203