კუხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო
18-09-2023
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი მოსწავლე-მასწავლებლებმა ამაღლებული განწყობით დაიწყეს.

სკოლის ეზოში ღონისძიება ჩატარდა, სადაც ბავშვებმა მუსიკალური ნომრები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. 

პედაგოგებმა კი მათ ენთუზიაზმით შეეგებნენ - სკოლა და საკლასო ოთახები მორთეს, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ყველა ბავშვს სასწავლო წლის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავს და მათ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203