ტურცხის საჯარო სკოლაში პირველკლასელები დიდი სიყვარულით მიიღეს
18-09-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი წარმატებით დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. სკოლაში განსაკუთრებული სიყვარულითა და სითბოთი 6 პირველკლასელი მიიღეს, რომელთა დასახვედრად სასკოლო გარემო განსაკუთრებულად - იისფერი ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით მორთეს.
პატარებმა იმღერეს, იცეკბეს, ლექსები წაიკითხეს და სწავლას მონდომებით შეუდგნენ. მათ კუთვნილი კომპიუტერები და წიგნებიც გადაეცათ.
პირველკლასელებს ცოდნის სამყაროში შებიჯებას სკოლის დირექტორი შორენა აკოფაშვილი ულოცავს.
„ტურცხის საჯარო სკოლის კარი ექვსმა პატარა ანგელოზმა პირველად შემოაღო! ოდნავ შეშინებული და დაბნეული თვალებით ათვალიერებდნენ სკოლას და თავიან საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახს. ვინ იცის, როგორ ფეთქავდა მათი გულები, მაგრამ თვალები უციმციმებდათ და არ იცოდნენ, უნდა ეტირათ თუ ეცინათ. მიუხედავად ამისა, მაინც გაბედულად თქვეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს.... ჩვენო პატარა ანგელოზებო! თქვენთვის პირველად დაიწკრიალა სკოლის ზარმა. ის მოგიწოდებთ შორეული, მაგრამ საინტერესო მოგზაურობისკენ და გზას, რომელიც უნდა გაიაროთ ამ 12 წლის განმავლობაში, ცოდნის გზა ჰქვია. მინდა, მოგილოცოთ და წარმატებები გისურვოთ ამ გზაზე“,- ამბობს სკოლის დირექტორი შორენა აკოფაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა