ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება აღინიშნა 
18-09-2023
მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

„ახალი სასწავლო წელი სიხარულთან და სიახლეებთან ასოცირდება, იმედებით გავსებს და რაღაცით ახალ წელს გავს, სითბო, სინათლე, სიფერადე და სიხარული მოაქვს. დიდი ხნის უნახავ, მონატრებულ მოსწავლეებთან შეხვედრა და მოფერება კი, ენერგიითა და სიყვარულით გავსებს. ვულოცავთ ყველას, განსაკუთრებით პირველკლასელებს, ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203