ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები ახალ სასწავლო წელს კარიერული წინსვლით შეხვდნენ
18-09-2023
მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მხრივ, სკოლა ახალ სასწავლო წელსაც სიახლეებით შეხვდა. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მანანა იოსებაშვილმა და ინგლისური ენის პედაგოგმა ინგა გაბედავამ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს. დაწყებითი კლასის პედაგოგმა მაყვალა მუჯირმა კი, სპორტის გამოცდა წარმატებით ჩაააბარა.

კოლეგებს მასწავლებლები და სკოლის დირექტორი ლალი მაკარიძე ამ წარმატებას ულოცავენ, მათი მიღწევით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.

„იმედია, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისი კიდევ უფრო მეტი სასიამოვნო ინფორმაციით დაიწყება და ბევრი, ბევრი წინსვლა და სასიკეთო ცვლილებები მოხდება ჩვენს სკოლაში“,- აღნიშნავს დირექტორი ლალი მაკარიძე. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203