ქსოვრისის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ღონისძიებით გაიხსნა
18-09-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა.

გაიმართა ღონისძიება, რომელიც სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, წარჩინებულმა მოსწავლეებმა საქართველოს დროშა აღმართეს. სასკოლო საზოგადოებამ კი სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. 

სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მიულოცა. გაიმართა წარჩინებულთათვის სიგელების გადაცემის ცერემონიაც. თავი პირველკლასელებმაც გამოიჩინეს, მათ ლექსები წაიკითხეს, შემდეგ კი უფროსკლასელებმა საკლასო ოთახამდე მიაცილეს. პატარა მოსწავლეებს კუთვნილი კომპიუტერები და წიგნებიც გადაეცათ. 

ქსოვრისის საჯარო სკოლა წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს სრულიად საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობასა და პედაგოგებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203