ხანდოს საჯარო სკოლაში 15-მა პირველკლასელმა შეაბიჯა  - მოსწავლეებმა სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყეს
18-09-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ახალ სასწავლო წელს შთამბეჭდავი ღონისძიებით შეხვდნენ. 

სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა, რომელიც გაჯერებული იყო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით, ბოლოს კი, ღონისძიება პირვლკალსელების მიერ წარმოთქუმული ლექსებით დაგვირგვინდა. 

მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სკოლის დირექტორმა, ემოციური მისალოცი სიტყვები წარმოთქვეს და ერთმანეთს წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. 

აღსანიშნავია, რომ წელს, ხანდოს საჯარო სკოლის კარი 15-მა პირველკლასელმა შეაღო. მათ გადაეცათ პერსონალური კომპიუტერი და ამაღლებული განწყობით, სასკოლო ცხოვრებაში ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203