კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა
18-09-2023
ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრში 15 სექტემბერს, დეკანოზმა მამა გაბრიელმა და დეკანოზმა მამა მიქაელმა სწავლის დაწყების პარაკლისი აღავლინეს.

როგორც  მართლმადიდებლური ცენტრში გვიყვებიან, მათ თვალციმციმა გოგო-ბიჭებს, პირველკლასელებს, ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯები დაულოცეს და წარმატებებით, სიყვარულით სავსე წლები უსურვეს.

ბავშვები მოტივირებულები დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს და შემართებით აგრძელებენ სწავლას. მათ მართლმადიდებლური ცენტრის დირექტორი-დეკანოზი გაბრიელ (გოჩა ჟღენტი) სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და ბევრ წარმატებას უსურვებს.

„ძვირფასო გიმნაზიელებო, მშობლებო, პედაგოგებო დღეს ჩვენ, ყველანი ერთად ვქმნით ხვალინდელ საქართველოს! კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, რომელიც დარწმუნებული ვართ იქნება სიხარულით, სიყვარულით, უამრავი ცოდნით, სავსე და გაბრწყინებული.უფალი იყოს თქვენი მფარველი!“, - აღნიშნავს დირექტორი-დეკანოზი გაბრიელ (გოჩა ჟღენტი).

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203