კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში სასწავლო წლის დაწყება შთამბეჭდავად აღინიშნა
18-09-2023
ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრში ახალი სასწავლო წელი ტრადიციულად, 14 სექტემბერს დაიწყო.

14 სექტემბერს მართლმადიდებლური ცენტრისთვის ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან ამ დღეს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყება აღინიშნება. 

გიმნაზიის ეზოში შთამბეჭდავი ღონისძიება მოეწყო. ბავშვებმა მუსიკალური ნომრები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„როგორც ყოველთვის, დღესაც იყო ბევრი ღიმილი და სიხარული, პატარების მოლოდინით და ინტერესით აღსავსე თვალები, მცირე სიურპრიზებიც, ყვავილები, ფოტოები!“, - გვიყვებიან სკოლაში.

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მომზადებულნი, დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

„გიმნაზიის ადმინისტრაცია ჩვენს მოსწავლეებს, განსაკუთრებით, პირველკლასელებს და სკოლის პედაგოგებს საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას!გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს! უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი“, - ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203