გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
18-09-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში - დროშის აღმართვითა და ჰიმნის გაჟღერებით დაიწყო. 

გაიმართა ღონისძიებაც, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, იმღერეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. 

მოსწავლეთა დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. დიდი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ.

„ჩვენი სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები და მათი სასკოლო ცხოვრების პირველი დღე -
წარმატებული სასწავლო წელი რატისა და ელენეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203