ორჯის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
18-09-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. გაიმართა ღონისძიება - მოსწავლეებმა საქართელოს ჰიმნი შეასრულეს, ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. მათ სკოლის კარი დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს.
მოსწავლეთა დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
მასწავლებელი ლუსინე პაპიანი მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.