სვირის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა
18-09-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

როგორც სკოლაში ამბობენ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა პირველკლასელებს საჩუქრები გადასცეს. მათ კუთვნილი კომპიუტერები და წიგნებიც მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მთელი დღის განმავლობაში საზეიმო განწყობა იგრძნობოდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203