თბილისის N207 საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით მიულოცეს
თბილისის N207 საჯარო სკოლში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. გაიმართა საზეიმო ღონისძიება.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს, გაუშვეს ფერადი კვამლიც. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
„თბილისის N207 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს გილოცავთ 2023 სასწავლო წლის დაწყებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: