სასწავლო წლის ბედნიერი დასაწყისი ლაცორიის საჯარო სკოლაში
17-09-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, წარმატებითა და დიდი ჟრიამულით დაიწყო. 

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

თავად მოსწავლეებმა კი სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს და აქტივობებში ჩაერთნენ. სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

„ლაცორიის საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის ბედიერი დასაწყისი! ემოციებითა და სასკოლო აქტივობებით დატვირთული დღე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203