ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა.მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლები მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
სასკოლო საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე სკოლის დირექტორმა ქეთევან გორელაშვილმა მიულოცა.
„გილოცავთ, სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებული წელი საკობიანოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა ქეთევან გორელაშვილმა.
იხილეთ ფოტოები: